Monday, January 21, 2013

რა არის ფერწერა?

ფერწერა (ფერით წერა) — სახვითი ხელოვნების სახეობა, სადაც მხატვრის შემოქმედებითი დამოკიდებულება საზოგადოებრივი და ბუნებრივი მოვლენებისადმი საღებავების მეშვეობით რაიმე ზედაპირზე გადმოიცემა სახიერად.

ფერწერა იყოფა შემდეგ ქვესახეებად: მონუმენტური ფერწერა, კედლის ფერწერა ანუ ფრესკა, დეკორატიული ფერწერა(დიზაინი), დაზგური ფერწერა და მინიატურული ფერწერა. გამოსასახი საგნებისა და მოვლენების მიხედვით ფერწერა იყოფა ჟანრებად, რომელთაგან მთავარია: ისტორიული ფერწერა, ყოფითი ფერწერა, ბატალური ფერწერა, ანიმალისტური ფერწერა,ნატურმორტი პეიზაჟი და პორტრეტი.




No comments:

Post a Comment