ფერწერა (ფერით წერა) — სახვითი ხელოვნების სახეობა, სადაც მხატვრის შემოქმედებითი დამოკიდებულება საზოგადოებრივი და ბუნებრივი მოვლენებისადმი საღებავების მეშვეობით რაიმე ზედაპირზე გადმოიცემა სახიერად.
ფერწერა იყოფა შემდეგ ქვესახეებად: მონუმენტური ფერწერა, კედლის ფერწერა ანუ ფრესკა, დეკორატიული ფერწერა(დიზაინი), დაზგური ფერწერა და მინიატურული ფერწერა.
გამოსასახი საგნებისა და მოვლენების მიხედვით ფერწერა იყოფა ჟანრებად, რომელთაგან მთავარია: ისტორიული ფერწერა, ყოფითი ფერწერა, ბატალური ფერწერა, ანიმალისტური ფერწერა,ნატურმორტი პეიზაჟი და პორტრეტი.
No comments:
Post a Comment